Sunday, June 16, 2019

https://learningapps.org/view7464943


რესურსის შექმნისა და გამოყენების რეფლექსია


     როგორც ვიცით დაწყებითი საფეხურზე ქართულ ენასა და ლიტერატურის სწავლების პროცესში განსაკუთრებულ ყურადღებას ვამახვილებთ აუცილებელი ენობრივი უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებაზე, ზეპირმეტყველების, წერისა და კითხვის მიმართულებით. მოსწავლეები უნდა დაეუფლონ მხატვრული ტექსტების აღქმის გაგების, გამოყენების, შექმნის უნარ ჩვევებს. ჩემს მიერ შექმნილი რესურსიც სწორედ რომ გრამატიკის კარგად და სრულყოფილად შესწავლაზეა ორიენტირებული. ჩემს მიერ შექმნილი რესურსიც სწორედ რომ ზეპირმეტყველების,კითხვისა და წერის კარგად და სრულყოფილად შესწავლაზეა ორიენტირებული.
     ჩემი მიზანი იყო განვლილი მასალის შეჯამება და ესგ - ს სტანდარტზე გასვლის შემოწმება.
      ჩემს მიერ შექმნილი რესურსი გამოვიყენე შემაჯამებელი გაკვეთილის დროს მე-2 კლასში. თემა იყო -ტექსტის რედაქტირება. მოსწავლეთა ასაკობრივი თავისებურებებისა და წინარე ცოდნის გათვალისწინებით გადმოვიწერე ტექსტი “ვანო და ფრინველები“ და სიტყვებში ამოვაკელი ასობგერები, სადაც მოსწავლეებმა უნდა შეძლონ ტექსტის რედაქტირება_ჩასვან გამოტოვებული ასობგერები და შეძლონ ტექსტის სწორი ფორმით წაკითხვა.      ვთვლი, რომ  რესურსი ძალიან საჭირო და მოსახერხებელია, ვინაიდან  მასწავლებელს შეუძლია მოსწავლის საჭიროებიდან გამომდინარე შექმნას პროგრამის შესაბამისი მასალა და მოარგოს გაკვეთილის მიზნებს. ეს რესურსი ააქტიურებს მოსწავლეთა წინარე ცოდნას, ავითარებს მოსწავლეებში კრიტიკული აზროვნებისა და  თვითშეფასების უნარს. აღნიშნული რესურსი მუდმივად გამომადგება დაწყებით კლასებში  აღნიშნული თემის(ტექსტის რედაქტირება)შეჯამების დროს. გარდა ამისა, სხვა პედაგოგებსაც შეუძლიათ ნახონ,გაუკეთონ მოდიფიცირება და გამოიყენონ გაკვეთილის მიზნის შესაბამისად , ვინაიდან აღნიშნული რესურსი არის საჯარო და განთავსებულია ინტერნეტ სივრცეში:        https://learningapps.org/view7464943 
      აღნიშნული რესურსის გამოყენება გაკვეთილზე მარტივია. პროექტორის გამოყენებით კლასში შესაძლებელია მოსწავლეებისათვის სლაიდშოუს ჩვენება, რაც გაადვილებს მასალის ხედვას, აღქმას და ხელს შეუწყობს დამახსოვრებას. ვინაიდან მცირეკონტიგენტიანი სკოლაა და კლასში სულ ორი მოსწავლეა, გამოვიყენე ინდივიდუალური გამოკითხვა. თითოეულ მოსწავლეს დავახვედრე თავის კომპიუტერზე პრეზენტაცია, რამაც მათი შეფასების საშუალება მომცა. უნდა აღვნიშნო, რომ  რესურსის გამოყენებით მოსწავლეებმა დიდი ხალისით შეასრულეს დავალება და შძლეს არსებული ცოდნის გააქტიურება, კონსტრუირება, თვითშეფასება, გამოიტანეს დასკვნები და გააკეთეს შეჯამება. მოსწავლეებისათვის  გაკვეთილი იყო ინოვაციური და ძალიან საინტერესო. 
        შეფასება იყო მეტად გამჭირვალე და ობიექტური. მოსწავლეებმა დავალების შესრულებისთანავე თვითონ ახეს  სწორი პასუხები და შეაფასეს საკუთარი თავი.
        აღნიშნული მეთოდით მოსწავლეთა ცოდნის შეჯამება ძალზედ საინტერესო, ინოვაციური და გამჭირვალე იყო.
ელექტრონული რესურსის გამოყენების ინსტრუქცია
     

         ელექტრონული რესურსის ნახვაშესაძლებელია ჩემს მიერ მითითებულ ლინკზე.     
 https://learningapps.org/view7464943  მაუსის მაჩვენებელს როდესაც მიიყვანთ ლინკთან მაუსის  დახმარებით დააწკაპებთ და გადახვალთ ელექტრონულ სივრცეში, სადაც განთავსებულია რესურსი.
 რესურსის გამოყენება ძალიან მარტივია, პროგრამა თვითონვე მიგითითებთ როგორ იმოქმედოთ. მაუსზე დაწკაპებით იწყებთ პრეზენტაციის გაშვებას, სწორი პასუხის დაფიქსირება ხდება მაუსის დაკლიკებით. სლაიდის ზემო კიდეზე მოთავსებულია კითხვის ნიშანი, რომელზე დაწკაპებაც შეგახსენებთ რესურსის მიზანს და ინსტრუქციას. პრეზენტაციის დასრულების შემდეგ პროგრამა თვითონვე გაზლევს  შეფასებას.



მასწავლებელი: ეკატერინე გოგალაძე

No comments:

Post a Comment