Sunday, June 16, 2019










ოქროსფერი შემოდგომა

პროექტის განხორციელებისას მოსწავლეები გაეცნენ შემოდგომაზე მიმდინარე ბუნებრივ მოვლენებს,   განიმტკიცებენ ცოდნას საშემოდგომო საქმიანობებზეფერადი ფოთლებით შექმნეს სხვადასხვა ხელოვნების ნიმუშები, მოაწყვეს საშემოდგომო ზეიმ.


ბავშვების ნამუშევრები:

სასწავლო პროექტის ავტორი
სახელი, გვარი
ეკატერინე გოგალაძე
სკოლა
სსიპ ვაჟა ფშაველას სახელობის სოფელ ცოცხნარის საჟარო სკოლა.
პროექტის დასახელება   ბარაქიანი და ოქროსფერი შემოდგომა
პროექტის შინაარსი
 პროექტის განხორციელებისას მოსწავლეები გაეცნობიან შემოდგომაზე მიმდინარე ბუნებრივ მოვლენებს,              განიმტკიცებენ ცოდნას საშემოდგომო საქმიანობებზე,   შეძლებენ ფერადი ფოთლებით აპლიკაციების შექმნას, მოაწყობენ საშემოდგომო ზეიმს.
საგანი/საგნები
 ქართული, ხელოვნება, ბუნება.
საფეხური/კლასი
დაწყებითი საფეხურ.
პროექტის განხორციელების დრო
4 კვირა.    5 ოქტმბრიდან 3 ნოემბრანდე.
პროექტის საფუძვლები
საგნობრივი სტანდარტები
ბუნ. III. 8. მოსწავლეს შეუძლია ბუნებრივი მმოვლენების მრავალფეროვნების დახასიათება.
ბუნ.III.10. მოსწავლეს შეუძლია ჯგუფში უსაფრთხო ქცევის წესების დაცვა.
ქართ.III.12. მოსწავლეს შეუძლია მცირე ზომის ტექსტის დამოუკიდებლად შექმნა და აზრის გასაგებად ჩამოყალიბება.
..III.2. მოსწავლეს შეუძლია განივითაროს სხვადასხვა მასალის გამოყენების უნარი ნამუშევრის შექმნისას.
..III.5. მოსწავლეს შეუძლია დაგეგმოს და შეასრულოს მარტივი სამუშაო.
..III.6. მოსწავლეს შეუძლია მუშაობა ინდივიდუალურად და სხვებთან ერთად.
..III.10. მოსწავლე მონაწილეობს სხვადასხვა სახის ღონისძიებებში.

პროექტის სასწავლო მიზნები/სწავლის შედეგები
·         შემოდგომაზე ბუნებაში მიმდინარე ცვლილებების გაცნობა.
·         შემოდგომის ბუნების სილამაზით ტკბობა.
·         შემოდგომასთან დაკავშირებული ძველი წეს-ჩვეულებების გაცნობა.
·         თანამშრომლობისა და მარტივი შრომითი საქმიანობის უნარ-ჩვევების ფორმირება.
·         მოსწავლეებში კვლევა-ძიების, მხატვრულ შემოქმედებითი უნარების განვითარება.
·         ბუნებრივი მასალისაგან ნამუშევრის შექმნის უნარის განვითარება.

მოსალოდნელი შედეგები:
·         მოსწავლეები შეძლებენ პრობლემის განსაზღვრას და მიზნების ჩამოყალიბებას.
·         შეძლებენ ინფორმაციის მოპოვებას და დახარისხებას.
·         განივითარებენ საპრეზენტაციო უნარებს.
·         შეძლებენ  აპლიკაციის შექმნას  და მოაწყობენ გამოფენას.
·         გაეცნობიან შემოდგომაზე სოფლად მიმდინარე სამუშაოებს.
·         შეძლებენ  ურთიერთშეფასებას და ერთმანეთის ნამუშევართა შეფასებას. მონიტორინგის უნარის განითარება კი დაეხმარება წარმატების მიღწევაში.
·         მონაწილეობას მიიღებენ ჩურჩხელის დამზადებაში.
·         მოხდება ლექსიკური მარაგის გამდიდრება, რაც დაეხმარება შემდგომში მარტივი დარგობრივი ტექსტების შექმნაში.
·         განივითარებენ გამომეტყველებით კითხვის უნარს.



რეფლექსია პროექტზებარაქიანი და ოქროსფერი შემოდგომა

აღნიშნული პროექტი განხორციელდა ცოცხნარის საჯარო სკოლაშიპროექტზე იმუშავეს დაწყებითი კლასის  მოსწავლეებმა კლასის დამრიგებელთან ერთად. დახმარება გაუწია ხელოვნების მასწავლებელმა და მშობლებმა. პროექტი დაიწყო ქტემბერში და გაგრძელდა 4 კვირა. მასწავლებელმა და მოსწავლეებმა ერთად დავგეგმეთ შესასრულებელი სამუშაოები. განხორციელებული პროექტის მიხედვით შემიძლია ვთქვა, რომ მიზნები მიღწეულია. ჩემი პროექტის მიზნები :
  • :შემოდგომაზე ბუნებაში მიმდინარე ცვლილებების გაცნობა.
  • შემოდგომის ბუნების სილამაზით ტკბობა.
  • თანამშრომლობისა და მარტივი შრომითი საქმიანობის უნარ-ჩვევების ფორმირება.
  • მოსწავლეებში კვლევა-ძიების, მხატვრულ შემოქმედებითი უნარების განვითარება.
  • ბუნებრივი მასალისაგან ნამუშევრის შექმნის უნარის განვითარება.

სრულად იქნა მიღწეული. მოსწავლეებმა შეძლეს გაკვეთილის ბოლოს ჩემ მიერ დაგეგმილი შედეგების რეალიზება.

მინდა გამოვყო რამდენიმე ძლიერი მხარე. პროექტი საკმაოდ აქტიურად წარიმართა, რასაც ხელი შეუწყო ჩემ მიერ დაგეგმილმა მრავალფეროვანმა აქტივობებმა. ბავშვები განსაკუთრებით საქმიანად ჩაერთნენ აპლიკაციების შექმნასა და ზეიმის მოწყობაში, თუმცა ინფორმაციების მოპოვებაშიც  საკმაო დაინტერესება გამოიჩინეს.    სტუმრებში დიდი მოწონება  აპლიკაციებმა გამოიწვია, რომლითაც ბავშვებმა გამოფენა დერეფანში მოაწყვესმოსწავლეებისთვის კი ყველაზე ხალისიანი ჩურჩხელების ამოვლება გახდა. ამოვლებული ჩურჩხელები შემოდგომის ზეიმისთვის გამოვიყენეთ. პროექტზემუშაობისას მოსწავლეები ცდილობდნენ და ახერხებდნენ დროის მართვას, მოსწავლეებმა მუშაობის პროცესში შეიძინეს მნიშვნელოვანი ცოდნა და გამოცდილება, რაც მომავალში გამოადგებათ. მრავალფეროვანმა აქტივობებმა და რესურსებმა უზრუნველყო მოსწავლეთა საკმაოდ მაღალი დაინტერესება და შედეგების მიღწევაც. მიზან მიმართულად  მქონდა შერჩეული აქტივობების ორგანიზების ფორმები და მეთოდებიც.

მიუხედავად იმისა, რომ დიდი იყო დაინტერესება და შედეგსაც მივაღწიე, მაინც ვთვლი,    რომ დაწყებითი კლასისათვის  დიდი დავირთვა იყო  ასე მრავალფეროვანი აქტივობები, განსაკუთრებით ბევრი ინფორმაცია გახდა მოსაპოვებელი და რომ არა მშობელთა აქტიური ჩართულობა, მოსწავლეებს შეიძლება გასჭირვებოდათ საქმეზე თავის გართმევა. მომავალში შევეცდები მეტად გავითვალისწინო სამიზნე ჯგუფის ასაკი, რათა მათი გადაღლა არ მოხდეს.
ბოლოს მინდა ავღნიშნორომ ამგვარი სწავლების დადებითი მხარე ისაა, რომ  მოსწავლეები უკეთ შეიცნობენ და აღიქვამენ გარესამყაროს, იძენენ ახალ ცოდნას და ახდენენ ნასწავლის პრაქტიკულ გამოყენებას. ყოველივე ქმნის დადებით სასწავლო მოტივაციას და აუმჯობესებს სწავლა-სწავლების ხარისხს.  მოსწავლე ამ შემთხვევაში ინფორმაციის პასიური მიმღები კი არ არის, არამედ თავად ქმნის სასწავლო შინარსის პროდუქტს.

პროექტის ხელმძღვანელი: ეკატერინე გოგალაძე

No comments:

Post a Comment