https://learningapps.org/view7456530
ჩემი მიზანი იყო განვლილი მასალის შეჯამება
და ესგ - ს სტანდარტზე გასვლის შემოწმება.
ჩემს მიერ შექმნილი რესურსი გამოვიყენე შემაჯამებელი
გაკვეთილის დროს მე-2 კლასში. თემა იყო ერთი და ბევრი. მოსწავლეთა ასაკობრივი
თავისებურებებისა და წინარე ცოდნის გათვალისწინებით გამოვიყენე შესაბამისი
არსებითი სახელები,20 სიტყვა(არსებითი სახელი). თითოეული გამოხატავდა ერთს ან ბევრს, რომლებიც
მიტითების მიხედვით შესაბამის ველში უნდა დაალაგონ,რაც ძალიან სახალისო და საინტერესოა.
ვთვლი, რომ ეს რესურსი ძალიან საჭირო და
მოსახერხებელია, ვინაიდან მასწავლებელს
შეუძლია მოსწავლის საჭიროებიდან გამომდინარე შექმნას პროგრამის შესაბამისი მასალა
და მოარგოს გაკვეთილის მიზნებს. ეს რესურსი ააქტიურებს მოსწავლეთა წინარე ცოდნას,
ავითარებს მოსწავლეებში კრიტიკული აზროვნებისა და
თვითშეფასების უნარს. აღნიშნული რესურსი მუდმივად გამომადგება მე-2 კლასში
აღნიშნული თემის(ერტი და ბევრის)შეჯამების დროს. გარდა ამისა, სხვა პედაგოგებსაც
შეუძლიათ ნახონ,გაუკეთონ მოდიფიცირება და გამოიყენონ გაკვეთილის მიზნის
შესაბამისად , ვინაიდან აღნიშნული რესურსი არის საჯარო და განთავსებულია ინტერნეტ
სივრცეში: https://learningapps.org/view7456530
აღნიშნული რესურსის გამოყენება გაკვეთილზე
მარტივია. პროექტორის გამოყენებით კლასში შესაძლებელია მოსწავლეებისათვის
სლაიდშოუს ჩვენება, რაც გაადვილებს მასალის ხედვას, აღქმას და ხელს შეუწყობს
დამახსოვრებას. ვინაიდან მცირეკონტიგენტიანი სკოლაა და კლასში სულ სამი მოსწავლეა,
გამოვიყენე ინდივიდუალური გამოკითხვა. თითოეულ მოსწავლეს დავახვედრე თავის
კომპიუტერზე პრეზენტაცია, რამაც მათი შეფასების საშუალება მომცა. უნდა აღვნიშნო,
რომ ელექრტონული რესურსის გამოყენებით მოსწავლეებმა დიდი ხალისით შეასრულეს
დავალება და შეძლეს არსებული ცოდნის გააქტიურება, კონსტრუირება, თვითშეფასება,
გამოიტანეს დასკვნები და გააკეთეს შეჯამება. მოსწავლეებისათვის გაკვეთილი იყო ინოვაციური და ძალიან
საინტერესო.
შეფასება იყო მეტად გამჭირვალე და
ობიექტური. მოსწავლეებმა დავალების შესრულებისთანავე შეაფასეს საკუთარი თავი.
აღნიშნული მეთოდით მოსწავლეთა ცოდნის
შეჯამება ძალზედ საინტერესო, და ინოვაციური იყო.
ელექტრონული რესურსის გამოყენების ინსტრუქცია
ელექტრონული რესურსის
ნახვა, შესაძლებელია ჩემს
მიერ მითითებულ
ლინკზე. https://learningapps.org/view7456530
მაუსის მაჩვენებელს როდესაც მიიყვანთ
ლინკთან მაუსის დახმარებით დააწკაპებთ და გადახვალთ
ელექტრონულ სივრცეში,
სადაც განთავსებულია რესურსი.
რესურსის გამოყენება ძალიან მარტივია,
პროგრამა თვითონვე
მიგითითებთ როგორ
იმოქმედოთ. მაუსზე
დაწკაპებით იწყებთ
პრეზენტაციის გაშვებას,სადავ
მოტავსაბულია ორი ველი, სწორი პასუხის
დაფიქსირება ხდება
მაუსის დაწკაპებით და გადათრევით საჭირო ველში. თითოეული სიტყვა განთავსდება შესაბამის ველში. სლაიდის ზემო
კიდეზე მოთავსებულია კითხვის ნიშანი,
რომელზე დაწკაპებაც შეგახსენებთ რესურსის
მიზანს და
ინსტრუქციას, ხოლო
კითხვის ნიშნის
გვერდით არსებული
ნათურა იძლევა
დახმარებას სადაც
მითითებული მაქვს
განმარტებები. პრეზენტაციის დასრულების შემდეგ პროგრამა თვითონვე გაძლევს შეფასებას.
მასწავლებელი: ეკატერინე გოგალაძე
No comments:
Post a Comment