პროექტი დაწყებით კლასებში
პროექტის მთავარი
იდეა:მოსწავლეები გაეცნონ
სასკოლო გარემოს, გაეცნონ მცენარეთა მრავალფეროვნებას და იზრუნონ მასზე.
პროექტის აქტუალობა: მოსწავლე რომელიც ვერ აღიქვამს გარემოს სილამაზეს,
არ იცნობს ყვავილებს, მათ აგებულებასა და გამრავლებას, ის არც ზრუნავს მათზე და არ
უფრტხილდება ბუნენას. ასევე ვერ ჩამოუყალიბდება ესთეთიკური უნარები.
პროექტის მიზანი:სკოლის ტერიტორიის
დათვალიერება, გასალამაზებელი ობიექტების პოვნა, და სამუშაოს დაგეგმვა.მოსწავლის ასაკი: 9 წელი
ვადების ხანგრძლივობა:ერთი კვირა
პროექტი იქნება წარმატებული, მოსწავლეებს პრეზენტაციისათვის ექნება რეალური ფაქტები-ესთეტიკური გარემოს შესახებ, აუმაღლდება მოტივაცია რათა ხშირად დაგეგმოს და განახორციელონ ასეთი სახის პროექტები, მოსწავლეებს უვითარდებათ დამოუკიდებლად მუშაობის,პასუხისმგებლობის, თანამშრომლობის, კომუნიკაციის უნარ-ჩვენები.
მოსალოდნელი შედეგები:მოსწავლე შეძლებს კრიტიკული დამოკიდებულებების გამოვლენას, შერჩეული ობიექტების გასაუმჯობესებლად საქმიანობის დაგეგმვას და მისაღწევი შედეგების გაცნობიერებას.
პროექტისთვის საჭირო რესურსები: კომპიუტერი, ფოტოაპარატი,ყვავილების ძირები და ბოლქვები, საბურავები,გაფხვერებული მიწა.
პროექტის მსვლელობა:მასწავლებელი მოსწავლეებს ავალებს ინტერნეტის საშუალებით დაათვალიერონ გაზაფხულსა და შემოდგომაზე მოყვავილე ყვავილები,მოიძიონ ინფორმაცია მათი გახარებისა და გამრავლების შესახებ,შემდეგ უფროსების დახმარებით მოიპოვონ და მოიტანონ სკოლაში ყვავილების ნერგები, თესლები და ბოლქვები.
მასწავლებელი მოსწავლეებთან ერთად დაათვალიერებს სკოლის ეზოს, და შეარჩევენ ერთ-ერთ კუთხეს, რომელიც არც თუ ისე კარგად გამოიყურება და გადაწყვეტენ ეს კუთხე გაალამაზონ. დარგონ ყვავილები.იმისათვის, რომ კუთხე იყოს ლამაზი გაზაფხულზე და შემოდგომაზე სკოლაში ყოფნის დროს.
მასწავლებლის თხოვნით რამდენიმე მშობელი სკოლაში მოიტანს გაფხვიერებულ მიწას და საბურავებს.
მასწავლებელი და მოსწავლეები შეთანხმებისამებრ ახდენენ საბურავების განლაგებას ეზოში. მოსწავლეები საბურავებში ყრიან გაფხვიერებულ მიწას და იწყებენ ყვავილების დარგვა- დათესვას. მოსწავლეები ხალისით არიან ჩართულები სამუსაოს შესრულებაში რადგან დიდიმოლოდინი ააქვთ ყვავილების გახარების და მათი მიზნის განხორციელების რომ მათ მიერ დარგული ყვავილები გაიზრდებიან.
საგანთა კავშირი:მე და საზოგადოება, ბუნება.
ხელმძღვანელი: ეკატერინე გოგალაძე
კრიტერიუმი
|
კი
|
არა
|
ნაწილობრივ
|
კრიტიკული დამოკიდებულება
|
|||
საქმიანობის
დაგეგმვა
|
|||
ჩართულობა
|
No comments:
Post a Comment