https://learningapps.org/display?v=pk60cq8ea19
ჩემს მიერ შექმნილი რესურსის მიზანი იყო
განვლილი მასალის შეჯამება და ესგ - ს სტანდარტზე გასვლის შემოწმება.
ჩემს მიერ შექმნილი რესურსი გამოვიყენე შემაჯამებელი
გაკვეთილის დროს მე-2 კლასში. თემა იყო ცოცხალი და არაცოცხალი ბუნება .მოსწავლეთა ასაკობრივი
თავისებურებებისა და წინარე ცოდნის გათვალისწინებით შევარჩიე სურათები, რომელიც 12
სურათისაგან შედგება და მოსწავლეს შეუძლია დააჯგუფოს მითითების მიხედვით.
ვთვლი, რომ
რესურსი ძალიან საჭირო და მოსახერხებელია, ვინაიდან მასწავლებელს შეუძლია მოსწავლის საჭიროებიდან
გამომდინარე შექმნას პროგრამის შესაბამისი მასალა და მოარგოს გაკვეთილის მიზნებს.
ეს რესურსი ააქტიურებს მოსწავლეთა წინარე ცოდნას, ავითარებს მოსწავლეებში
კრიტიკული აზროვნებისა და თვითშეფასების
უნარს. აღნიშნული რესურსი მუდმივად გამომადგება მე-2 კლასში აღნიშნული
თემის(ცოცხალი და არაცოცხალი ბუნების)
შეჯამების დროს. გარდა ამისა, სხვა პედაგოგებსაც შეუძლიათ ნახონ,გაუკეთონ
მოდიფიცირება და გამოიყენონ გაკვეთილის მიზნის შესაბამისად , ვინაიდან აღნიშნული
რესურსი არის საჯარო და განთავსებულია ინტერნეტ სივრცეში: https://learningapps.org/display?v=pphbc2rz519
აღნიშნული რესურსის გამოყენება გაკვეთილზე
მარტივია. პროექტორის გამოყენებით კლასში შესაძლებელია მოსწავლეებისათვის
სლაიდშოუს ჩვენება, რაც გაადვილებს მასალის ხედვას, აღქმას და ხელს შეუწყობს
დამახსოვრებას. ვინაიდან მცირეკონტიგენტიანი სკოლაა და კლასში სულ ორი მოსწავლეა,
გამოვიყენე ინდივიდუალური გამოკითხვა. თითოეულ მოსწავლეს დავახვედრე თავის კომპიუტერზე
პრეზენტაცია, რამაც მათი შეფასების საშუალება მომცა. უნდა აღვნიშნო, რომ ციფრული
რესურსის გამოყენებით მოსწავლეებმა დიდი ხალისით შეასრულეს დავალება და შეძლეს
არსებული ცოდნის გააქტიურება, კონსტრუირება, თვითშეფასება, გამოიტანეს დასკვნები
და გააკეთეს შეჯამება. მოსწავლეებისათვის
გაკვეთილი იყო ინოვაციური და ძალიან საინტერესო.
შეფასება იყო მეტად გამჭირვალე და
ობიექტური.
აღნიშნული მეთოდით მოსწავლეთა ცოდნის
შეჯამება ძალზედ საინტერესო, ინოვაციური და გამჭირვალე იყო.
ელექტრონული რესურსის გამოყენების ინსტრუქცია
ელექტრონული რესურსის
ნახვა, შესაძლებელია ჩემს
მიერ მითითებულ
ლინკზე. https://learningapps.org/display?v=pphbc2rz519
მაუსის მაჩვენებელს როდესაც მიიყვანთ
ლინკთან მაუსის დახმარებით დააწკაპებთ და გადახვალთ
ელექტრონულ სივრცეში,
სადაც განთავსებულია რესურსი.
რესურსის გამოყენება ძალიან მარტივია,
პროგრამა თვითონვე
მიგითითებთ როგორ
იმოქმედოთ. მაუსზე
დაწკაპებით იწყებთ
პრეზენტაციის გაშვებას,მარჯვნივ
და მარცხნივ სვეტებში დააჯგუფებთ ცოცხალ და არაცოცხალ ბუნებას მიტითების მიხევით. პრეზენტაციის დროს მარტივად
ფიქსირდება სწორი
და არასწორი
პასუხები, სლაიდის
ზემო კიდეზე
მოთავსებულია კითხვის
ნიშანი, რომელზე
დაწკაპებაც შეგახსენებთ რესურსის მიზანს
და ინსტრუქციას, ხოლო კითხვის
ნიშნის გვერდით
არსებული ნათურა
იძლევა დახმარებას სადაც მითითებული მაქვს განმარტებები როგორ ხდება
შეფასება. პრეზენტაციის დასრულების შემდეგ
პროგრამა თვითონვე
გითვლით რაოდენობას სწორი და
არასწორი პასუხების
და ასევე
ანგარიშობს შედეგს
პროცენტულად.
მასწავლებელი: ეკატერინე გოგალაძე
No comments:
Post a Comment