Sunday, June 16, 2019

https://learningapps.org/view7441811


რესურსის შექმნისა და გამოყენების რეფლექსია


       ცნობილია, რომ ქართული ენა ჩვენი მშობლიური ენაა და სავალდებულოა მისი სრულყოფილად შესწავლა, ამიტომაც გრამატიკის  ცოდნა ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი მოსწავლეებისათვის. ჩემს მიერ შექმნილი რესურსიც სწორედ რომ გრამატიკის კარგად და სრულყოფილად შესწავლაზეა ორიენტირებული.
     ჩემი მიზანი იყო განვლილი მასალის შეჯამება და ესგ - ს სტანდარტზე გასვლის შემოწმება.
      ჩემს მიერ შექმნილი რესურსი გამოვიყენე შემაჯამებელი გაკვეთილის დროს მე-4 კლასში. თემა იყო მეტყველების ნაწილები ,მოსწავლეთა ასაკობრივი თავისებურებებისა და წინარე ცოდნის გათვალისწინებით შევადგინე ვიქტორინა, რომელიც 20 კითხვისგან შედგება.
     ვთვლი, რომ  რესურსი ძალიან საჭირო და მოსახერხებელია, ვინაიდან  მასწავლებელს შეუძლია მოსწავლის საჭიროებიდან გამომდინარე შექმნას პროგრამის შესაბამისი მასალა და მოარგოს გაკვეთილის მიზნებს. ეს რესურსი ააქტიურებს მოსწავლეთა წინარე ცოდნას, ავითარებს მოსწავლეებში კრიტიკული აზროვნებისა და  თვითშეფასების უნარს. აღნიშნული რესურსი მუდმივად გამომადგება მე-4 კლასში აღნიშნული თემის(მეტყველების ნაწილების)  შეჯამების დროს. გარდა ამისა, სხვა პედაგოგებსაც შეუძლიათ ნახონ,გაუკეთონ მოდიფიცირება და გამოიყენონ გაკვეთილის მიზნის შესაბამისად , ვინაიდან აღნიშნული რესურსი არის საჯარო და განთავსებულია ინტერნეტ სივრცეში:          https://learningapps.org/view7441811
      აღნიშნული რესურსის გამოყენება გაკვეთილზე მარტივია. პროექტორის გამოყენებით კლასში შესაძლებელია მოსწავლეებისათვის სლაიდშოუს ჩვენება, რაც გაადვილებს მასალის ხედვას, აღქმას და ხელს შეუწყობს დამახსოვრებას. ვინაიდან მცირეკონტიგენტიანი სკოლაა და კლასში სულ სამი მოსწავლეა, გამოვიყენე ინდივიდუალური გამოკითხვა. თითოეულ მოსწავლეს დავახვედრე თავის კომპიუტერზე პრეზენტაცია, რამაც მათი შეფასების საშუალება მომცა. უნდა აღვნიშნო, რომ მეტყველების ნაწილების გამოყენებით მოსწავლეებმა დიდი ხალისით შეასრულეს დავალება და შძლეს არსებული ცოდნის გააქტიურება, კონსტრუირება, თვითშეფასება, გამოიტანეს დასკვნები და გააკეთეს შეჯამება. მოსწავლეებისათვის  გაკვეთილი იყო ინოვაციური და ძალიან საინტერესო. 
        შეფასება იყო მეტად გამჭირვალე და ობიექტური. მოსწავლეებმა ვიქტორინის დასრულებისთანავე თვითონ დაითვალეს სწორი პასუხები და შეაფასეს საკუთარი თავი.
        აღნიშნული მეთოდით მოსწავლეთა ცოდნის შეჯამება ძალზედ საინტერესო, ინოვაციური და გამჭირვალე იყო.
ელექტრონული რესურსის გამოყენების ინსტრუქცია
     

         ელექტრონული რესურსის ნახვა,  შესაძლებელია ჩემს მიერ მითითებულ ლინკზე.     https://learningapps.org/view7441811
 მაუსის მაჩვენებელს როდესაც მიიყვანთ ლინკთან მაუსის  დახმარებით დააწკაპებთ და გადახვალთ ელექტრონულ სივრცეში, სადაც განთავსებულია რესურსი.
 რესურსის გამოყენება ძალიან მარტივია, პროგრამა თვითონვე მიგითითებთ როგორ იმოქმედოთ. მაუსზე დაწკაპებით იწყებთ პრეზენტაციის გაშვებას, სწორი პასუხის დაფიქსირება ხდება მაუსის დაკლიკებით. პრეზენტაციის დროს მარტივად ფიქსირდება სწორი და არასწორი პასუხები, აღნიშვნის ღილაკით ნახულობთ შედეგს, ხოლო ისრის  საშუალებით გადადიხართ მომდევნო კითხვაზე. სლაიდის ზემო კიდეზე მოთავსებულია კითხვის ნიშანი, რომელზე დაწკაპებაც შეგახსენებთ რესურსის მიზანს და ინსტრუქციას, ხოლო კითხვის ნიშნის გვერდით არსებული ნათურა იძლევა დახმარებას სადაც მითითებული მაქვს განმარტებები რამდენ ქულიანია ტესტი და როგორ ხდება შეფასება. პრეზენტაციის დასრულების შემდეგ პროგრამა თვითონვე გითვლით რაოდენობას სწორი და არასწორი პასუხების და ასევე ანგარიშობს შედეგს პროცენტულად.


მასწავლებელი: ეკატერინე გოგალაძე

No comments:

Post a Comment