Sunday, June 16, 2019










ოქროსფერი შემოდგომა

პროექტის განხორციელებისას მოსწავლეები გაეცნენ შემოდგომაზე მიმდინარე ბუნებრივ მოვლენებს,   განიმტკიცებენ ცოდნას საშემოდგომო საქმიანობებზეფერადი ფოთლებით შექმნეს სხვადასხვა ხელოვნების ნიმუშები, მოაწყვეს საშემოდგომო ზეიმ.


ბავშვების ნამუშევრები:

სასწავლო პროექტის ავტორი
სახელი, გვარი
ეკატერინე გოგალაძე
სკოლა
სსიპ ვაჟა ფშაველას სახელობის სოფელ ცოცხნარის საჟარო სკოლა.
პროექტის დასახელება   ბარაქიანი და ოქროსფერი შემოდგომა
პროექტის შინაარსი
 პროექტის განხორციელებისას მოსწავლეები გაეცნობიან შემოდგომაზე მიმდინარე ბუნებრივ მოვლენებს,              განიმტკიცებენ ცოდნას საშემოდგომო საქმიანობებზე,   შეძლებენ ფერადი ფოთლებით აპლიკაციების შექმნას, მოაწყობენ საშემოდგომო ზეიმს.
საგანი/საგნები
 ქართული, ხელოვნება, ბუნება.
საფეხური/კლასი
დაწყებითი საფეხურ.
პროექტის განხორციელების დრო
4 კვირა.    5 ოქტმბრიდან 3 ნოემბრანდე.
პროექტის საფუძვლები
საგნობრივი სტანდარტები
ბუნ. III. 8. მოსწავლეს შეუძლია ბუნებრივი მმოვლენების მრავალფეროვნების დახასიათება.
ბუნ.III.10. მოსწავლეს შეუძლია ჯგუფში უსაფრთხო ქცევის წესების დაცვა.
ქართ.III.12. მოსწავლეს შეუძლია მცირე ზომის ტექსტის დამოუკიდებლად შექმნა და აზრის გასაგებად ჩამოყალიბება.
..III.2. მოსწავლეს შეუძლია განივითაროს სხვადასხვა მასალის გამოყენების უნარი ნამუშევრის შექმნისას.
..III.5. მოსწავლეს შეუძლია დაგეგმოს და შეასრულოს მარტივი სამუშაო.
..III.6. მოსწავლეს შეუძლია მუშაობა ინდივიდუალურად და სხვებთან ერთად.
..III.10. მოსწავლე მონაწილეობს სხვადასხვა სახის ღონისძიებებში.

პროექტის სასწავლო მიზნები/სწავლის შედეგები
·         შემოდგომაზე ბუნებაში მიმდინარე ცვლილებების გაცნობა.
·         შემოდგომის ბუნების სილამაზით ტკბობა.
·         შემოდგომასთან დაკავშირებული ძველი წეს-ჩვეულებების გაცნობა.
·         თანამშრომლობისა და მარტივი შრომითი საქმიანობის უნარ-ჩვევების ფორმირება.
·         მოსწავლეებში კვლევა-ძიების, მხატვრულ შემოქმედებითი უნარების განვითარება.
·         ბუნებრივი მასალისაგან ნამუშევრის შექმნის უნარის განვითარება.

მოსალოდნელი შედეგები:
·         მოსწავლეები შეძლებენ პრობლემის განსაზღვრას და მიზნების ჩამოყალიბებას.
·         შეძლებენ ინფორმაციის მოპოვებას და დახარისხებას.
·         განივითარებენ საპრეზენტაციო უნარებს.
·         შეძლებენ  აპლიკაციის შექმნას  და მოაწყობენ გამოფენას.
·         გაეცნობიან შემოდგომაზე სოფლად მიმდინარე სამუშაოებს.
·         შეძლებენ  ურთიერთშეფასებას და ერთმანეთის ნამუშევართა შეფასებას. მონიტორინგის უნარის განითარება კი დაეხმარება წარმატების მიღწევაში.
·         მონაწილეობას მიიღებენ ჩურჩხელის დამზადებაში.
·         მოხდება ლექსიკური მარაგის გამდიდრება, რაც დაეხმარება შემდგომში მარტივი დარგობრივი ტექსტების შექმნაში.
·         განივითარებენ გამომეტყველებით კითხვის უნარს.



რეფლექსია პროექტზებარაქიანი და ოქროსფერი შემოდგომა

აღნიშნული პროექტი განხორციელდა ცოცხნარის საჯარო სკოლაშიპროექტზე იმუშავეს დაწყებითი კლასის  მოსწავლეებმა კლასის დამრიგებელთან ერთად. დახმარება გაუწია ხელოვნების მასწავლებელმა და მშობლებმა. პროექტი დაიწყო ქტემბერში და გაგრძელდა 4 კვირა. მასწავლებელმა და მოსწავლეებმა ერთად დავგეგმეთ შესასრულებელი სამუშაოები. განხორციელებული პროექტის მიხედვით შემიძლია ვთქვა, რომ მიზნები მიღწეულია. ჩემი პროექტის მიზნები :
  • :შემოდგომაზე ბუნებაში მიმდინარე ცვლილებების გაცნობა.
  • შემოდგომის ბუნების სილამაზით ტკბობა.
  • თანამშრომლობისა და მარტივი შრომითი საქმიანობის უნარ-ჩვევების ფორმირება.
  • მოსწავლეებში კვლევა-ძიების, მხატვრულ შემოქმედებითი უნარების განვითარება.
  • ბუნებრივი მასალისაგან ნამუშევრის შექმნის უნარის განვითარება.

სრულად იქნა მიღწეული. მოსწავლეებმა შეძლეს გაკვეთილის ბოლოს ჩემ მიერ დაგეგმილი შედეგების რეალიზება.

მინდა გამოვყო რამდენიმე ძლიერი მხარე. პროექტი საკმაოდ აქტიურად წარიმართა, რასაც ხელი შეუწყო ჩემ მიერ დაგეგმილმა მრავალფეროვანმა აქტივობებმა. ბავშვები განსაკუთრებით საქმიანად ჩაერთნენ აპლიკაციების შექმნასა და ზეიმის მოწყობაში, თუმცა ინფორმაციების მოპოვებაშიც  საკმაო დაინტერესება გამოიჩინეს.    სტუმრებში დიდი მოწონება  აპლიკაციებმა გამოიწვია, რომლითაც ბავშვებმა გამოფენა დერეფანში მოაწყვესმოსწავლეებისთვის კი ყველაზე ხალისიანი ჩურჩხელების ამოვლება გახდა. ამოვლებული ჩურჩხელები შემოდგომის ზეიმისთვის გამოვიყენეთ. პროექტზემუშაობისას მოსწავლეები ცდილობდნენ და ახერხებდნენ დროის მართვას, მოსწავლეებმა მუშაობის პროცესში შეიძინეს მნიშვნელოვანი ცოდნა და გამოცდილება, რაც მომავალში გამოადგებათ. მრავალფეროვანმა აქტივობებმა და რესურსებმა უზრუნველყო მოსწავლეთა საკმაოდ მაღალი დაინტერესება და შედეგების მიღწევაც. მიზან მიმართულად  მქონდა შერჩეული აქტივობების ორგანიზების ფორმები და მეთოდებიც.

მიუხედავად იმისა, რომ დიდი იყო დაინტერესება და შედეგსაც მივაღწიე, მაინც ვთვლი,    რომ დაწყებითი კლასისათვის  დიდი დავირთვა იყო  ასე მრავალფეროვანი აქტივობები, განსაკუთრებით ბევრი ინფორმაცია გახდა მოსაპოვებელი და რომ არა მშობელთა აქტიური ჩართულობა, მოსწავლეებს შეიძლება გასჭირვებოდათ საქმეზე თავის გართმევა. მომავალში შევეცდები მეტად გავითვალისწინო სამიზნე ჯგუფის ასაკი, რათა მათი გადაღლა არ მოხდეს.
ბოლოს მინდა ავღნიშნორომ ამგვარი სწავლების დადებითი მხარე ისაა, რომ  მოსწავლეები უკეთ შეიცნობენ და აღიქვამენ გარესამყაროს, იძენენ ახალ ცოდნას და ახდენენ ნასწავლის პრაქტიკულ გამოყენებას. ყოველივე ქმნის დადებით სასწავლო მოტივაციას და აუმჯობესებს სწავლა-სწავლების ხარისხს.  მოსწავლე ამ შემთხვევაში ინფორმაციის პასიური მიმღები კი არ არის, არამედ თავად ქმნის სასწავლო შინარსის პროდუქტს.

პროექტის ხელმძღვანელი: ეკატერინე გოგალაძე

Saturday, June 15, 2019


-  გაკვეთილის გეგმა

მასწავლებლის სახელი და გვარი: ეკა გოგალაძე

საგანი: ბუნება

სწავლების საფეხური / კლასი:dawyebiTi   საფეხური -IVკლასი

მოსწავლეთა რაოდენობა:  3 სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლე არ გვყავს

გაკვეთილის თემა: ორგანიზმების განვითარება „ყვავილოვანი მცენარეების სასიცოცხლო ციკლი“

გაკვეთილის მიზანი: მოსწავლეებმა შეძლონ ცდის ჩატარება ისტრუქციის თანახმად კონკრეტული ორგანიზმის სასიცოცხლო ციკლის შესასწავლად და მონაცემების ასახვა ცხრილში.

N
აქტივობის აღწერა
გამოყენებული მეთოდი/მეთოდები
კლასის ორგანიზების ფორმა/ფორმები

სასწავლო რესურსები

დრო
(წთ.)
1.
Maswavlebeli esalmeba moswavleebs, agvarebs sarganizacio sakiTxebs,axsenebs qcevis wesebs, aacnobs gakveTilis Temas,  mizans da Sefasebis rubrikas.

საერთო საკლასო

2 wT.
2.
გამოწვევის ფაზა.
მასწავლებელი მოსწავლეებს ესაუბრება ყვავილოვანი მცენარეების მრავალფეროვნებაზე და სხვამს კითხვებს რა იციან მათი გამრავლების შესახებ:
·         რატომ ჰქვია ზოგიერთ  მცენარეს ყვავილოვანი?
·         რომელი ყვავილოვანი მცენარეებია ცნობილო თქვენთვის?
·         რაიცით ყვავილოვანი მცენარეების გამრავლების შესახებ?
·         თუ გაგიხარებიათ რომელიმე ყვავილი?
·         რისთვის სჭირდება ბალს, ატამს, ვაშლს კურკა?
·         როდისმე თუ დაგითესიათ რომელიმე ბოსტნეული?

კითხვა პასუხი
საერთო საკლასო

3 wT.   
3.
შინაარსის რეალიზება:
მასწავლებელი მოსწავლეებს უხსნის რომ მცენარეები თესლითაც მრავლდებიან, რომ საინტერესეოა როგორი პირობები უნდა შევუქმნათ თესლს რომ მისგან ახალი მცენარეები აღმოცენდეს:
·         როგორ ფიქრობთ რა პირობები უნდა შევქმნთ თესლის აღმოცენებისათვის?
მოსწავლეები ამბობენ სავარაუდო პასუხებს, მასწავლებელი წერს დაფაზე, საბოლოოდ დაფაზე უნდა დაიწეროს შემდეგი სამი სიტყვა; სითბო, ჰაერი, წყალი.
მინი ლექცია
საერთო საკლასო
დაფა, ცარცი
15 wT.
4.
მასწავლებელი მოსწავლეებს ასხდენს ტრიადებში და თხოვს დაიწყონ ცდის ჩატარება რადგან დარწმუნდონ რომ მართლაც საჭიროა თუ არა სამივე პირობა თესლის აღმოცენებისათვის
ცდის დაწყებამდე მასწავლებელს გამზადებული აქვს ცხრილი და გამოკრული აქვს თვალსაჩინო ადგილას. მასწავლებელი აძლევს ინსტრუქციას: ოთხივე ჯამზე მოსწავლეებს გააშლევინებს ბამბის ქულას და თანაბრად გადაანაწილებს მცენარის თესლს.
 I ცდის შემთხვევაში: მოსწავლეები წყლით ასველებენ ბამბას ა დგამენ ცივ ადგილას, შემდეგ ცხრილშ გახაზავენ თუ რომელი პირობა გამოიყენეს (ჰაერი და წყალი)
II ცდის შემთხვევაში: ბამბა და თესლი აავსონ პირამდე წყლით და თან ავუხსნათ მოსწავლეებს რომ წყალი თესლამდე არ მიუშვებს ჰაერს. ჯამი დავდგათ თბილ ადგილას ცხრილშ გახაზონ რომელი პირობა გამოიყენეს(წყალი და სითბო)
III ცდის შემთხევაშ მშრალ ბამბაზე მობნეულ თესლს დადგამენ თბილ ადგილას, გამოყენებული პირობა(ჰაერი და სითბო)
IV ცდის შემთხვევაშ დავასველოთ ბამბა მოვფანტოთ თესლი და დავდგათ თბილ ადგილას გამოყენებული პირობები(ჰაერი, წყალი,სითბო).
რამდენიმე დღეში ერთხელ დანამონ წყლით.
მოსწავლეები ცდის საწყის ეტაპზე გადაიღებენ სურათს და მასწავლებლის დავალებით ყოველდღიურად დააკვირდებიან ცვლილებებს რომელიც მოხდება ოთხივე შემთხვევაში და ჩაინიშნავენ ცხრილში. ცხრილი ივსება ეტაპობრივად.
სწავლა კეთებით -ექსპერიმენტი.
ტრიადები
ბამბა, ხორბალი, ჯამი, ფოტოაპარატი
12 wT.
5.
ცდის შემდეგ მასწავლებელი მოსწავლეებს გააცნობს ტექსტის მონაკვეთს ერთწლოვან მცენარეებზე: ლობიოს სასიცოცხლო ციკლის შესახებ, ასკვნიან რომ ლობიო მხოლოდ ერთწელს ცოცხლობს და თესლის მომწიფების შემდეგ ისევ კვდება.ამის შემდეგ ეკითხება მასწავლებელი
როგორ ფიქრობთ,არსებობს ისეთი მცენარეები, რომლებიც  ერთ წელზე მეტხანს ცოცხლობენ?
პასუხების მიღების შემთხვევაში მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს ტექსტიდან წაიკითხონ ის ადგილი სადაც  საუბარია ორწლოვან მცენარეებზე, კერძოდ სტაფილოს სასიცოცხლო ციკლზე.
და ასკვნიან რომ სტაფილო პირველ წელს არ კვდება,გადადის გამოზამთრების პერიოდში და მომავალი წლის გაზაფხულიდან ცოცხლდება და იკეთებს თესლს.მხოლოდ ამის შემდეგ კვდება მცენარე, ანუ მეორე წლის ბოლოსთვის.
ტექსტზე მუშაობa,

saerTo saklaso da individualuri
saxelmZRvanelo
8wT.
6.
რეფლექსია:
   მასწავლებელი სვამს შემაჯამებელ კითხვებს:
რა ეტაპებისაგან შედგება ერთწლოვანი მცენარეების სასიცოცხლო ციკლი?

რა ეტაპებისაგან შედგება ორწლოვანი მცენარის სასიცოცხლო ციკლი?

რომელი ცდის შედეგად განვითარდება აღმონაცენი ყველაზე კარგად?

აუცილებელია თუ არა თესლის აღმოცენებისთვის სამივე პირობის ერთდროულად შესრულება?

კითხვა-პასუხი
საერთო საკლასო

3 wT.
7.
maswavlebeli klass aZlevs saSinao davalebas. მასწავლებელი მოსწავლეებს  სთხოვს T დიაგრამის გამოყენებით ჩამოთვალონ ერთწლოვანი და ორწლოვანი მცენარეების სახელები.                   

ინსტრუქტაჟი
საერთო საკლასო
 სახელმძღვანელო და საშინაო დავალების რვეული
2wT.
8.
შეფასება
მასწავლებელი urigebs moswavleebs Sefasebis sqemas da მათივე ჩართულობით  აფასებს .

საერთო საკლასო
შეფასების სქემები:




გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები: 

Q ბუნ.IV.1.მოსწავლემ უნდა შეძლოს პრაქტიკულ აქტივობებში მონაწილეობა და ელემენტარული კვლევითი უნარ ჩვევების დემონსტრირება.

·         ატარებს მარტივ კვლევით/პრაქტიკულ აქტივობას უსაფრთხოების წესების დაცვით.

5ადარებს და აჯგუფებს კვლევის შედეგად მიღებულ მონაცემებს.აანალიზებს და გამოსახავს ცხრილს, მარტივი სქემების საშუალებით.

ბუნ. IV.3. მოსწავლემ უნდა შეძლოს სხვადასხვა ორგანიზმის სასიცოცხლო ციკლის შედარება.

·         აკვირდება ორგანიზმების სასიცოცხლო ციკლებს სხვადასხვა სტადიაზე,შედეგებს წარმოადგენს ჩანაწერის ან ნახატის სახით .



შეფასება:  განმავითარებელი-ექსპერიმენტის შეფასების რუბრიკა

kriteriumi
diax
nawilobriv
ara
განსაზღვრავს კვლევის მიზანს



ატარებს/გეგმავს ექსპერიმენტს.



Gგამოთქვამს შედეგების ვარაუდს



აღწერს კვლევის მიმდინარეობას, ეტაპებს.




მსჯელობს ექსპერიმენტის შედეგებზე,აკეთებს დასკვნებს.



იცავს უსაფრთხოების ნორმებს.




                                                            

.

  









გაკვეთილის ბოლოს  მოსწავლის თვითშეფასების სქემა



რა იყო გაკვეთილზე შენთვის საინტერესო

რა ისწავლე ამ გაკვეთილზე

რა გააკეთე კარგად, რა იყო შენი წარმატებების მიზეზი

რა ვერ გააკეთე კარგად, რა იყო შენი წარუმატებლობის მიზეზი

რა გინდა შემდეგ უკეთ გააკეთო


რეფლექსია

გაკვეთილი ჩავატარე 25 აპრილს, მე-4 კლასში. თემა:ყვავილოვანი მცენარების სასიცოცხლო ციკლი.

ჩემს მიერ ჩატარებული გაკვეთილის მიზანია მოსწავლეებმა შეძლონ ცდის ჩატარება, ინსტრუქციის თანახმად კონკრეტული ორგანიზმების სასიცოცხლო ციკლის შესასწავლად და მონაცემების ასახვა ცხრილში.

პირველი აქტიობით მოვაგავარე საორგანიზაციო საკითხები.

მეორე აქტივობით მოსწავლეებმა  გამოწვევის ფაზაზე კითხვა-პასუხის გამოყენებით შეძლეს გაეხსენებინათ თუ რა იცოდნენ ყვავილოვან მცენარეებზე და მათ გამრავლებაზე.

მესამე აქტივობით მოვახდინე შინაარსი რეალიზება, მოსწავლეებს ავუხსენი, რომ მცენარეები მრავლდებიან თესლით, რომ მათ გამრავლებისთვის სჭირდებათ აუცილებელი პირობები და ამ პირობების დასახელებაში დამეხმარნენ მოსწავლეები (წყალი, ჰაერი, სითბო0

მეოთხე აქტივობა გამოვიყენეთ ცდის ჩასატარებლად, ჩემი მითითებით მოსწავლეები იწყებენ ცდის ჩატარებას, მოსწავლეები დავსვი ტრიადებში და მათ ჩაატარეს ცდის ოთხივე ნაწილი-თითოეულშ სხვადასხვა პირობების გამოყენებით და მივედით დასხვნამდე რომ მცენარეს გამრავლებისათვის სჭირდება სამივე პირობა ჰაერი, სითბო, წყალი რაც ავსახეთ ცხრილში.

მეხუთე აქტივობით მოსწავლეები ვამუშავე ტექსტზე, სადაც მოვახდინეთ დაკვირვება ორწლოვანი მცენარეების სასიცოცხლო ციკლზე-გამოვიყენეთ სახელმძღვანელო.

მეექვსე აქტივობა- გაკვეთილის შეჯამება მოვახდინე კითხვა პასუხის საშუალებით, რათა გამეგო თუ რამდენად კარგად გაიგეს მასალა და რამდენად გავედი შედეგზე.

მეშვიდე აქტივობა გამოვიყენე დავალების მისაცემად მოსწავლეებს დავავალეთ Tდიაგრამის გამოყენებით შეესრულებინათ მითითებული დავალება. შეფასება მოვახდინე წინასწარ შემუშავებული რუბრიკების გამოყენებით.

ვფიქრობ, გაკვეთილი იყო საინტერესო და ესგ შედეგებზე მორგებული. ამ გაკვეთილის ძლიერ მხარედ მიმაჩნია მოსწავლეთა ჩართულობა თითოეულ აქტივობებში.

გაკვეთილის ხელმეორედ ჩატარებისას აუცილებლად გამოვიყენებდი კომპიუტერს და სლაიდებს ავაწყობინებდი Powerpoint-ში.



ხელმოწერა: ეკატერინე გოგალაძე
25.04.2019